ხაბიბი:
Aa
Aa

ხაბიბი: "რონალდუმ მითხრა, რომ ის ასეთი ძლიერი მესისთან კონკურენციამ გახადა"

UFC-ის მთავარმა ვარსკვლავმა და დღემდე დაუმარცხებელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ფეხბურთის შესახებ ისაუბრა.

როგორც ცნობილია, ხაბიბი „რეალისა“ და რონალდუს დიდი თაყვანისმცემელია.

წარმოშობით დაღესტნელმა მებრძოლმა კრიშტიანუსთან საინტერესო საუბარი გაიხსენა და განაცხადა:

„მე უკვე დიდი ხანია „რეალის“ გულშემატკივარი ვარ და რონალდუსთანაც ვმეგობრობ. ამიტომ მასსა და მესის შორის მე კრიშტიანუს ვირჩევ. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ The Best-ის ჯილდოს არგენტინელი არ იმსახურებდა.

რონალდუმ მითხრა, რომ ის ასეთი ძლიერი მესისთან კონკურენციამ გახადა. როდესაც სერიოზული და კარგი მოწინააღმდეგე გამოგიჩნდება, ეს შენ ყოველდღიურად შრომას გაიძულებს. ისინი ერთმანეთს ავსებენ და აძლიერებენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები