ლობჯანიძის დუბლი: გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე
Aa
Aa

ლობჯანიძის დუბლი: გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე

ყაზახური ''თარაზის'' ქართველმა ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ 29-ე ტურში ''ოკჟეტპესისთან'' შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.  მე-60 წუთზე არბიტრმა ''თარაზის'' ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა და ლობჯანიძის გუნდი რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა.

ათკაციანმა ''თარაზმა'' 66-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, გოლის ავტორი ქართველი ფორვარდია, რომელიც სლოვაკმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან და გიბრალტართან შეხვედრებისთვის საქართველოს ეროვნულ გუნდში იხმო.

90-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძემ დუბლი შეასრულა და ''თარაზს'' გამარჯვება მოუტანა.

27 წლის თავდამსხმელი ''თარაზს'' მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა. საერთო ჯამში ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონატში 21 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

უკანასკნელ სამ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სამ მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მას ''თარაზის'' გარდა რუსეთის პრემიერლიგის ''ორენბურგში'' უთამაშია. 2017 წელს რუსული კლუბის მაისურით 13 მატჩში 1 გოლი შეაგდო.

12-გუნდიან ლიგაში ამ ეტაპზე ''თარაზი'' 24 ქულით მე-10 ადგილზეა და მეცხრე საფეხურზე მყოფ კლუბს 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები