იუბილარმა თოკო შენგელიამ ევროლიგა 13 ქულითა და გამარჯვებით გახსნა!
Aa
Aa

იუბილარმა თოკო შენგელიამ ევროლიგა 13 ქულითა და გამარჯვებით გახსნა!

ევროლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ სტუმრად „ჟალგირისს“ დაუპირისპირდა და 70:58 დაამარცხა.

კაუნასში სრული ანშლაგი იყო, მატჩი სასიამოვნო საცქერი გამოდგა. თოკომ პარკეტზე 31:47 წუთი დაჰყო და ამ დროში მისი მონაგარი 13 ქულა, 2 მოხსნა და 2 გადაცემა იყო.

დღეს, შენგელია იუბილარია - საქართველოს ნაკრებისა და „ბასკონიას“ ლიდერი 28 წლის გახდა. თოკოს ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა დაბადების დღე თვითერის გვერდიდან მიულოცა.

რაც შეეხება ნატურალიზებულ ქართველ კალათბურთელს მეტ ჯენინგს, მისი მონაგარი 19:25 წუთში 10 ქულა და 2 გადაცემა გახლდათ.

შეხვედრის MVP „ბასკონიას“ კალათბურთელი შავონ შილდსი გახდა, რომელმაც 19 ქულის ჩაგდება შეძლო და მარგი ქმედების კოეფიციენტი 21 ჰქონდა.

ამრიგად, „სასკი ბასკონიამ“ ევროლიგა წარმატებულად გახსნა. ვიტორიელები მომდევნო ტურში მოსკოვში გაემგზავრებიან სადაც „ხიმკის“ დაუპირისპირდებიან.

შეხვედრის მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები