ლობჟანიძე საუკეთესოთა ნომინაციაში
Aa
Aa

ლობჟანიძე საუკეთესოთა ნომინაციაში

დანიური ''რანდერსის'' ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის სექტემბრის თვის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა. ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის გასული სეზონის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ასე რომ შესაძლოა თვის საუკეთესო ფეხბურთელი მეორედ გახდეს.

სუპერლიგის თვის საუკეთესო სამი კანდიდატი ცნობილია: საბა ლობჟანიძე (''რანდერსი''), მუსტაფა ბუნდუ (''ორჰუსი'') და ბაშკიმ კადრი (''ოდენსე'').

სექტემბრის თვეში ლობჟანიძემ სუპერლიგის 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა. 24 წლის შემტევმა ''სილკებორგთან'' დუბლი შეასრულა. ასევე, მან გაუტანა ''ჰორსენსა'' და ''ოლბორგს.'' გასულ თვეში ლობჟანიძემ გოლი მხოლოდ ''ესბიერგთან'' შეხვედრაში ვერ შეაგდო.

დანიის ჩემპიონატის ბომბარდითა დავაში ლობჟანიძე მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება.''ბრონდბიუს'' ფორვარდმა კამილ ვილჩეკმა 8 გოლი შეაგდო, ''სილკებორგის'' ლიდერმა რონი შვარცმა - 7, ხოლო ლობჟანიძისა და დომინიკ კაიზერის ანგარიშზე 6-6 გოლია.

2017 წლის ზაფხულში საბა ლობჟანიძემ თბილისის ''დინამო'' დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ''რანდერსს'' შეუერთდა. მას შემდეგ ყველა ტურნირის ჩათვლით ''რანდერსისთვის'' 87 შეხვედრაში 30 გოლი შეაგდო და 12 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ლობჟანიძე სტაბილურობის მიზეზებს ასახელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები