Aa
Aa

"ინტერმა" პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ მილანური კლუბის გულშემატკივრებს განუცხადა, რომ "სევილიას" ნახევარმცველი, ევერ ბანეგა ზაფხულში "ნერიაძურის" რიგებს შეუერთდებოდა. დღეს კი, აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა.

"რატომ გადავწყვიტე წასვლა? ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რაღაც უნდა შეცვალო. "სევილიამ" კარიერის ყველაზე რთულ მომენტში მიმიღო და ეს კლუბი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. ამ გუნდთან ერთად საოცარი მოგონებები მაკავშირებს და მეამაყება რომ მისი ნაწილი ვიყავი. ძალიარ მიმძიმს "სევილიაზე" წარსულში საუბარი, თუმცა მე ახალი გამოწვევები მჭირდებოდა. "ინტერი" მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული გრანდია უდიდესი ისტორიით, რომელსაც არგენტინელებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. "ნერიაძურის" ამჟამად რთული პერიოდი უდგას, თუმცა მჯერა, რომ მალე ეს გუნდი ძველ დიდებას დაიბრუნებს. "ინტერისთვის" ყველაფერს გავიღებ" - განაცხადა ბანეგამ.

გასულ სეზონში ბანეგამ ანდალუსიური კლუბის მაისურით 45 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 9 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები