Aa
Aa

რატომ შეწყდა "დუდელანჟისა" და "ყარაბაღის" მატჩი?

გუშინ ევროპა ლიგაზე „დუდელანჟსა“ და „ყარაბაღს“ შორის გამართული შეხვედრა რამდენიმე წუთით მას შემდეგ შეწყდა, რაც დრონი გამოჩნდა, რომელიც მთიანი ყარაბაღის დროშას ატარებდა.

მომხდარმა „ყარაბაღის“ ფეხბურთელები გააღიზიანა. მათ დრონის ჩამოგდება სცადეს და მას ბურთები დაუშინეს. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა შექმნილი სიტუაცია მშვენივრად შეაფასა და მატჩის დროებით შეწყვეტა გადაწყვიტა.

„დუდელანჟისა“ და „ყარაბაღის“ დაპირისპირება მოგვიანებით განახლდა და სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით - 4-1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ ლუქსემბურგულმა გუნდმა ინციდენტთან დაკავშირებით „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: „ჩვენს სტუმრებს აზერბაიჯანიდან ბოდიშს ვუხდით. ამ პროვოკაციასთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს. ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ",

„ყარაბაღმა“ „დუდელანჟთან“ მოგებული მატჩის შემდეგ A ჯგუფის მეორე ადგილზე გადაინაცვლა. აზერბაიჯანელების აქტივში 3 ქულაა. მომდევნო შეხვედრას „ყარაბაღი“ 24 ოქტომბერს გამართავს და საკუთრ კედლებში ნული ქულის მქონე „აპოელს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები