ხაბიბის მამა:
Aa
Aa

ხაბიბის მამა: "თუ მაკგრეგორს მატჩრევანში სურს, მაშინ მას მოსკოვი ელოდება"

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ მისი შვილისა და კონორ მაკგრეგორის შესაძლო მატჩრევანშის შესახებ ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ ირლანდიელ მებრძოლს UFC-ში დიდი ხანია არ უჩხუბია, თუმცა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ნურმაგომედოვთან მორიგ ჯახზეა ორიენტირებული.

უცხოური პრესა იუწყება, რომ მცირე შანსია ხაბიბისა და კონორის შერკინება უახლოეს მომავალში ვიხილოთ, თუმცა დაღესტნელი მებრძოლის მამის, აბდულმანაპის მიხედვით UFC-ის ქომაგთა ნატვრა შესაძლოა 2020 წელს ასრულდეს.

"თუ მაკგრეგორს მატჩრევანში სურს, მაშინ მას მოსკოვი ელოდება. ერთხელ მან განაცხადა, რომ რუსეთში უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე ხაბიბს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა მას მოსკოვში ვუმასპინძლოთ. კონორს შეუძლია ჩამოვიდეს - ჩვენ ველოდებით".

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა ბოლო შეხვედრა დასტინ პორიეს წინააღმდეგ ჩაატარა. UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის მიხედვით დაღესტნელის მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით ტონი ფერგიუსონი იქნება.

ცხელი ამბები