დი მარია:
Aa
Aa

დი მარია: "მესიმ ყველა აგვატირა"

"პარი სენ-ჟერმენისა" და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა, ანხელ დი მარიამ ESPN-სთვის მიცემულ ინტერვიუში 2019 წლის კოპა ამერიკის ნახევარფინალი გაიხსენა. 31 წლის შემტევის თქმით ბრაზილიასთან წაგებული მატჩის შემდეგ, რომელშიც მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო ლეო მესი გასახდელში სიტყვით გამოვიდა და მისმა მონოლოგმა "ალბისელესტეს" ფეხბურთელები აატირა.

"ბრაზილიასთან წაგების შემდეგ, მესიმ ჩვენთან საუბრისას საოცარი სიტყვები გამოიყენა. მან გვითხრა, რომ ამაყობდა გუნდით, რომელიც ერთად შევქმენით. ასევე აღნიშნა, რომ ჩვენ ერთად დიდი დრო არ გაგვიტარებია, რადგან ზოგიერთ ფეხბურთელს ადრე ნაკრებში არ იძახებდნენ, თუმცა მაინც ისეთი ატმოსფერო სუფევდა, თითქოს ერთმანეთის მხარდამხარ წლების განმავლობაში ვთამაშობდით".

"მან განაცხადა, რომ პირველივე დღიდან ჩვენ ყველა ერთი მიმართულებით მივდიოდით. ასევე გვითხრა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებით ამაყობდა, რადგან მათ კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრებისთვის მაქსიმუმი გააკეთეს".

"როგორც კი მესიმ საუბარი დაასრულა, ყველას თვალზე ცრემლი მოადგა. მისმა სიტყვებმა შეგვძრა და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა განიცადეს, რადგან არგენტინის მომავალი სწორედ მათ ხელშია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები