Aa
Aa

"ბარსელონა" "სევილიას" ერთ-ერთ ლიდერს შეუთანხმდა

"El Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ, ლუის ენრიკეს საკუთარი გუნდის რიგებში "სევილიას" ნახევარმცველის, გრეგორც კრიხოვიაკის ხილვა სურს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, კატალონიური კლუბის წარმომადგენლები პოლონელ ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდნენ და მისგან ტრანსფერზე თანხმობა მიიღეს. "სევილიას" ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია შეგუებულია იმ ფაქტს, რომ კრიხოვიაკი მომდევნო სეზონს სხვა გუნდის რიგებში გაატარებს, რადგან მისით აქამდეც ევროპის არაერთი წამყვანი კლუბი ინტერესდებოდა. ასე, რომ ანდალუსიურმა კლუბმა საკუთარ ნახევარმცველს სატრანსფერო ფასი უკვე დაადო. მისი ყიდვა მსურველ კლუბს 45 მილიონი ევრო დაუჯდება.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში კრიხოვიაკმა 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პოლონელ ნახევარმცველს თავი არც გატანილი გოლით და არც საგოლე გადაცემით არ გამოუჩენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები