სრული კრახი - საქართველოს ნაკრები ფიჯისთან უშანსოდ დამარცხდა
Aa
Aa

სრული კრახი - საქართველოს ნაკრები ფიჯისთან უშანსოდ დამარცხდა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩააგდო და ფიჯისთან 10:45 დამარცხდა.

მილტონ ჰეიგის გუნდმა დაცვაში კვლავინდებურად საშინლად ითამაშა და დამსახურებულადაც დამარცხდა.

პირველი ტაიმი 3:7 დავთმეთ, თუმცა ახალმა ზელანდიელმა სპეციალისტმა მეორე ნახევარში ვერაფერი შეცვალა, პირიქით მეტოქე „ბორჯღალოსნების“ უკანა ხაზს გაცილებით მარტივად არღვევდა.

54-ე წუთზე მამუკა გორგოძის ლელო საქართველოს ნაკრებისთვის შეხვედრაში ერთადერთი პოზიტიური მომენტი იყო.

 

ფიჯიმ ყველა სათამაშო კომპონენტში დაგვჯაბნა და რაც ყველაზე მეტად გასაკვირია შერკინებაშიც გვაჯობეს...

ამრიგად, „ბორჯღალოსნები“ ჯგუფში მე-3 ადგილს ვეღარ დაიკავებენ და მომდევნო მსოფლიოზე პირდაპირ ვეღარ მოხვდებიან. ბოლო 4 წელიწადში საქართველოს ნაკრების რეგრესი აშკარაა.

ცხელი ამბები