Aa
Aa

პოჩეტინო "ტოტენჰემის" დატოვებას განიხილავს?

Daily Mail-ის ინფორმაციით „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები შიშობენ, რომ მაურისიო პოჩეტინო გუნდის დატოვებას გეგმავს. კლუბთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემა იტყობინება, რომ პოჩეტინო ვარჯიშებზე მოთამაშეებისგან დისტანციას იჭერს.

„ბაიერნთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ, არგენტინელმა სპეციალისტმა თავის შეგირდებს უთხრა, რომ ახლა მთავარი ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომაა. თუმცა საუბრისას ისეთ განწყობაზე იყო, რომ ფეხბურთელებს ეჭვები გაუჩნდათ და ჩათვალეს, რომ პოჩეტინოს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები აქვს.

47 წლის დამრიგებელსა და „დეზების“ მოთამაშეებს შორის ყველაფერი კარგადაა, მაგრამ კლუბთან დაახლოებული წყარო აცხადებს, რომ პოჩეტინო ვარჯიშებში ისე აქტიურად აღარ მონაწილეობს, როგორც ადრე. ხანდახან კი მინდორზე საერთოდ არ იმყოფება და ვარჯიშს თვალს იქვე მდებარე შენობებიდან ადევნებს.

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელები პოჩეტინოს გაშვებას არ აპირებენ. თანაც თუ არგენტინელი სპეციალისტი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს მისთვის 32 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ, რაც „დეზების“ სამომავლო გეგმებში ნამდვილად არ შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები