Aa
Aa

"მათ ვაჩვენე, რომ რაღაც აკლიათ" - რატომ აღნიშნა დენისმა გოლი რონალდუს სტილში

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა საშინლად დაიწყო. ზიდანის გუნდმა ჯერ პარიზში 0:3 წააგო, მეორე ტურში კი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბრიუგესთან“ მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩა და 2:2 ითამაშა.

შეხვედრაში ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ბელგიელთა მხრიდან დუბლი 21 წლის ემანუელ დენისმა გაიფორმა, რომელმაც გოლი კრიშტიანუ რონალდუს სტილში აღნიშნა.

ეს ფაქტი რა თქმა უნდა არ გამოპარვიათ ჟურნალისტებს, რომლებმაც დენისს შეხვედრის შემდეგ მისი აღნიშვნის შესახებ ჰკითხეს:

„მე მომწონს რონალდუ, ის მსოფლიოში ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია. მე ბედნიერი არ ვარ იმით, რომ მან მადრიდი დატოვა. ჩემი აღნიშვნით მათ ვაჩვენე, რომ რაღაც აკლიათ“, - განაცხადა დენისმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა მადრიდელებს მიანიშნა, რომ მათ რონალდუ ძალიან დააკლდათ და ძველებური მრისხანება დაკარგეს.

2 ტურის შემდეგ „რეალი“ ჯგუფში 1 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება. მე-3 და მე-4 ტურის შეხვედრებს ზიზუს გუნდი „გალათასარაის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები