ტატა მარტინო:
Aa
Aa

ტატა მარტინო: "მესი წელს საუკეთესოს წოდებას არ იმსახურებს"

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა. არგენტინელმა ვირჯილ ვან დეიკსა და კრიშტიანუ რონალდუს აჯობა.

ბევრი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა ასევე დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს სამართლიანი იყო და ლეო ოქროს ბურთსაც იმსახურებს.

მესის მომხრეთა რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება მისი ყოფილი მწვრთნელი ტატა მარტინო.

“მესის იმ დონის სეზონი არ ჰქონია, რომ საუკეთესოდ დასახელდეს“, ეს სიტყვები არგენტინელ სპეციალისტს ეკუთვნის.

ტატა „ბლაუგრანას“ 2013/14 წლების სეზონში ხელმძღვანელობდა და ეს ბოლო 10 წელიწადში კატალონიელთა ერთადერთი უტიტულო სეზონი იყო. ის ასევე „ალბისელესტესაც“ ედგა სათავეში, რომელთან ერთადაც 2016 წელს კოპა ამერიკის ფინალი წააგო.

მარტინო ამჟამად მექსიკის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის და ფიფას The Best-ის ხმის მიცემის პროცედურაში თავისი ქულები ასე გადაანაწილა: 1 -  ვან დეიკი (5 )ქულა, 2 -  ფრენკი დე იონგი (3 ქულა), 3 - ედენ აზარი (1 ქულა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები