Aa
Aa

ფერდინანდი კეინს "ტოტენჰემის" დატოვებისკენ მოუწოდებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა „ტოტენჰემი“ გააკრიტიკა და ჰარი კეინს ლონდონური კლუბის დატოვებისკენ მოუწოდა. რიომ „დეზების“ სუპერვარსკლავის შესახებ „ბაიერნთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ ისაუბრა.

„საინტერესოა ჰარი კეინი ფეხბურთს რატომ თამაშობს. ტიტულების მოგება სურს თუ უბრალოდ უნდა მთელი კარიერა ერთ კლუბში გაატაროს“?

„ჰგავს თუ არა ტოტენჰემი გუნდს, რომელსაც თასების მოპოვება შეუძლია? ჩემი აზრით არა. ლონდონელებს რამდენიმე წლის წინ უკეთესი კოლექტივი ჰყავდათ“.

„მაგალითი შემიძლია ჩემი ცხოვრებიდან მოვიყვანო. ლიდსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედი და პრემიერ ლიგის მოგებასთანაც ახლოს ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ სხვაგან ტიტულების მოგების უფრო დიდი შანსი მექნებოდა. გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე და მანჩესტერში თასების მოსაპოვებლად გადავედი“.

„ჰარი კეინი ზუსტად ასეთ სიტუაციაში იმყოფება. მას იგივე ტიპის კითხვები აწუხებს და პასუხები უმოკლეს დროში უნდა მიიღოს, თორემ უკვე 26 წლისაა და ასეთ შანსს ალბათ ვეღარასდროს მიიღებს“.

ფერდინანდმა პოჩეტინოს შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ არგენტინელმა სპეციალისტმა რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს და მოქმედებებზე გადავიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები