ჰეიგი:''ენთუზიაზმისა და გამოცდილების შერწყმით კმაყოფილები ვართ''
Aa
Aa

ჰეიგი:''ენთუზიაზმისა და გამოცდილების შერწყმით კმაყოფილები ვართ''

''ბორჯღალოსანთა'' სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც ფიჯის წინააღმდეგ ითამაშებს.  განვლილ ორ შეხვედრას თუ გადავხედავთ, ამჯერად მილტონ ჰეიგმა არჩევანი უმეტესად გამოცდილ მორაგბეებზე შეაჩერა:

 „მორაგბეების უმეტესობა, რომლებიც ფიჯისთან მატჩის შემადგენლობაში მოხვდნენ, გამოცდილები არიან. შევარჩიეთ ის ბიჭები, რომლებზეც ვფქირობთ, რომ ფიჯისთან დავალებებს შეასრულებენ. შემადგენლობის შერჩევას წინ უძღოდა მწვრთნელთა შტაბის გუშინდელი კრება, ენთუზიაზმისა და გამოცდილების შერწყმით კმაყოფილები ვართ. დიდ თამაშებში გამოცდილება ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გვყავს ახალგაზრდა მორაგბეებიც, რომელიც მარქაფაში არიან და ისინი სარგებელს აუცილებლად მოიტანენ“ - ამბობს ჰეიგი და მომავალი რკენის მნიშვნელობაზე საუბრობს„ამ თამაშის მოგებით 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მივიღებთ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი სენსაცია არ მოხდება. სწორედ ამისთვის ვმუშაობდით უკანასკნელი რამდენიმე წელი“.

 ახალ ზელანდიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ფიჯის თამაში კარგად შეისწავლა:„სიტუაციის გასაანალიზებლად მათ დიდი დრო ჰქონდათ. ფიჯის შემადგენლობაში რამდენიმე გამორჩეული მოთამაშეა. ამ გუნდს მთელი მსოფლიო იცნობს, ყველამ იცის როგორ თამაშს თამაშობს და მათგან სიურპრიზებს არ ველოდებით. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ფიჯის მესამედ შევხვდებით. ვფიქრობთ, საშინაო დავალება კარგად შევასრულეთ და ვიმედოვნებთ, რომ მოედანზე ყველაფერი კარგად გამოგვივა“.

 ფიჯისთან ბორჯღალოსნებს მისი კაპირტანი, მერაბ შარიქაძე გაიყვანს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ურუგვაის წინააღმდეგ შეცვლაზე 20 წუთიც ითამაშა.

მერაბ შარიქაძე: „სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებით ბედნიერი ვარ. ვიმედოვნებ, რომ გუნდს სარგებელს მოვუტან და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარები“.

 მეტოქის სიძლიერეზე ამახვილებს ყურადღებას დავით კაჭარავა, თუმცა ფიქრობს, რომ მისი თამაში კარგად შეისწავლეს და ეს წარმატების მოპოვებაში უნდა დაეხმაროს:

 „ამ მსოფლიო თასზე ფიჯი ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი გუნდია. ჩვენ განვიხილეთ მეტოქის თამაში და ვიცით მათ წინააღმდეგ როგორ უნდა ვითამაშოთ. ფიჯი დეტალურად შევისწავლეთ და ვიმედოვნებ შემდეგი ჩვენთვის დადებითი იქნება“.

 საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ოსაკაში 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

ცხელი ამბები