იგუაინის მომდევნო კლუბი ცნობილია?
Aa
Aa

იგუაინის მომდევნო კლუბი ცნობილია?

"Mirror"_ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" არგენტინელ თავდამსხმელს, გონსალო იგუაინს კარიერის გაგრძელება "ლივერპულში" სურს.

მართალია "ლივერპული" ევროტურნირებს მიღმა დარჩა, თუმცა იგუაინს იურგენ კლოპთან მუშაობის ძალიან დიდი სურვილი აქვს და მზად არის, რომ "ჩემპიონთა ლიგაზე" კიდევ 1 წლით თქვას უარი. ყოველშემთხვევაში, როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, თავდამსხმელი ნეაპოლურ გუნდს მიმდინარე ზაფხულში აუცილებლად დატოვებს.

მიუხედავად ფეხბურთელის სურვილისა, "ლივერპულს" იგუაინის დამატება მაინც ძალიან გაუჭირდება, რადგან "ნაპოლი" მის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 72 მილიონს ევროს ითხოვს. აღნიშნული თანხის გადახდა კი, "პარი სენ ჟერმენს" უფრო შეუძლია, რომელსაც ასევე სურს არგენტინელი თავდამსხმელის შეძენა. პარიზელები იგუაინს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად მოიაზრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები