ჯოკოვიჩი კვლავ უკონკურენტოა
Aa
Aa

ჯოკოვიჩი კვლავ უკონკურენტოა

დღეს მამაკაცთა შორის განახლებული საჩოგბურთო რეიტინგები გამოქვეყნდა. გასულ თვესთან შედარებით ცვლილებები მოწინავე ოცეულში თითქმის არ ყოფილა. პირველ ადგილზე 13205 ქულით კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩი რჩება. აღსანიშნავია, რომ სერბმა კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე ყოფნის კვირების რაოდენობით რაფა ნადალს გაასწრო და ამ მაჩვენებლით ყველა დროის საუკეთესო შედეგის მიხედვით მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. მეხუთე პოზიციაზე ამერიკელი ჯონ მაკინროია, რომელიც რეიტინგს 170 კვირის განმავლობაში ედგა სათავეში. საუკეთესო შედეგი კი შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (302) აქვს.

 

საიდუმლო არავისთვის არის, რომ რაფა ნადალი “გრუნტის მეფეა“. აღნიშნულ საფარზე მალიორკელის დამარცხება ძალიან რთულია. არის პერიოდი როდესაც რაფას ჩავარდნა აქვს, თუმცა  შრომისუნარიანობა და ტალანტი მას ყოველთვის თან სდევს. ესპანელმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ კრიზისიდან გამოსვლა და ნებისმიერი მეტოქის განადგურება შეუძლია.“ - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები