პელეგრინი 2-3 თვე ვერ ითამაშებს
Aa
Aa

პელეგრინი 2-3 თვე ვერ ითამაშებს

იტალიური "რომას" ერთ-ერთი ლიდერი, ლორენცო პელეგრინი, მოედანზე დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში ვერ გავა. აღნიშნულ ინფორმაციას აპენინური პრესა ავრცელებს და დასძენს, რომ პელეგრინის მეტატარსალის დაზიანება აქვს.

ფეხის ამ ნაწილზე ტრავმა 2-ჯერ ნეიმარს ჰქონდა, რომლის მკურნალობასაც სწორედ 3 თვემდე დასჭირდა, სავარაუდოდ, პელეგრინისაც ოპერაციის შემდგომ ამდენივე ხნის გამოტოვება მოუწევს.

"ჯალოროსის" ჯერჯერობით არ გამოუცხადებია, თუ როდის ჩაუტარდება მის იტალიელ ნახევარმცველს დაშავებულ მეტატარსალზე ოპერაცია.

23 წლის პელეგრინი ბოლო პერიოდში "რომას" ლიდერად ჩამოყალიბდა და გუნდის შეტევით ოპერაციებში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ლორენცომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში უკვე 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები