ესპანური გამოცემა:
Aa
Aa

ესპანური გამოცემა: "ნაპოლი" კალეხონის შემცვლელად ჩაკვეტაძეს განიხილავს

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ლიდერის გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა.

ესპანური გამოცემა todofichajes.com-ი წერს, რომ იტალიური „ნაპოლი“ 20 წლის ქართველი გარემარბით ინტერესდება.

ნეაპოლელები ხოსე მარია კალეხონის შემცვლელს ეძებენ, რომელსაც კლუბის შეთავაზებაზე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თანხმობა ამ დრომდე არ განუცხადებია და ნეაპოლელები მისი შემცვლელის ძებნას უკვე იწყებენ.

ესპანურ ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება.

წყარო წერს, რომ 2020 წლის ზაფხულისთვის „ნაპოლის“ ჩაკვეტაძის შეძენა 25 მილიონ ევროდ შეეძლება. გამოცემის მტკიცებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

რთული სათქმელია, თუ რამდენად შეესაბამება ხსენებული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, რადგან წარსულში მსგავსი ტიპის ინფორმაციები არაერთხელ დაწერილა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტთან“ ერთად ვარჯიში ერთი კვირაა განაახლა.

უმძიმესი ტრავმის შემდეგ 20 წლის შემტევი ბურთთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა მისი მოედანზე დაბრუნება მხოლოდ იანვრისთვის არის მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები