Aa
Aa

სანჩესი: "პუიოლი საუკეთესო კაპიტანია, ვისთანაც ოდესმე მითამაშია"

ოთხშაბათს „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი „კამპ ნოუზე“ დაბრუნდება. როგორც მოგეხსენებათ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „ბლაუგრანას“ შეერკინება და ჩილელი შემტევი „ბარსას“ წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ელის.

„ბარსელონასთან“ გასამართი ჯახის წინ ალექსის სანჩესმა Uefa.com-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელშიც კატალონიაში გატარებული წლები გაიხსენა.

„როცა ბარსელონაში გადავედი, ამბობდნენ, რომ ის ბარსა ისტორიაში საუკეთესო გახლდათ. მაშინ ბლაუგრანაში გუარდიოლა, მესი, ჩავი და ინიესტა იყვნენ. მათთან ერთად კარლეს პუიოლიც ასპარეზობდა, რომელიც პირადად ჩემთვის საუკეთესო კაპიტანი იყო, ვისთანაც ოდესმე მითამაშია“.

„ბარსელონაში ბევრი რამ ვისწავლე. კამპ ნოუზე მაღალი დონის თანაგუნდელები მყავდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიეს და ყოველდღიურად პროგრესირებდნენ“.

სანჩესმა სამომავლო დაპირისპირების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: „საშინაო კედლებში ბარსელონა ძალიან ძლიერი გუნდია, ამიტომ მომენტები არ უნდა გავანიავოთ. თუ სტუმრად ბარსას დამარცხება გსურს, მომენტები აუცილებლად უნდა გამოიყენო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები