მოურინიოს თავდასხმის გასაძლიერებლად 2 ვარიანტი აქვს
Aa
Aa

მოურინიოს თავდასხმის გასაძლიერებლად 2 ვარიანტი აქვს

"The Times"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიომ მისი ახალი კლუბის შეტევის გასაძლიერებლად 2 კანდიდატი უკვე შეარჩია და მათგან ერთ-ერთი, მიმდინარე ზაფხულს დიდი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმას მოირგებს.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოურინიოს ინტერესი არა ზლატან იბრაჰიმოვიჩს, არამედ "ინტერის" თავდამსხმელ მაურო იკარდისა და "დორტმუნდის" შემტევს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს ეხება. პორტუგალიელი სპეციალისტი აღნიშნული თავდამსხმელების თამაშით მოხიბლულია და მათგან ერთ-ერთს, "მანჩესტერ იუნაიტედი" აუცილებლად შეიძენს. რაც შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩს, შვედი ფორვარდი კარიერას სავარაუდოდ "მილანში" გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მაურო იკარდიმ იტალიის ჩემპიონატის 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 16 გოლისა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ობამეიანგის ანგარიშზე კი, ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 49 მატჩში, 39 ბურთი და 12 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები