5 ლელო და ისტორიული გამარჯვება! საქართველომ ურუგვაი დაამარცხა და ბონუს ქულაც მოიპოვა!
Aa
Aa

5 ლელო და ისტორიული გამარჯვება! საქართველომ ურუგვაი დაამარცხა და ბონუს ქულაც მოიპოვა!

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა D ჯგუფის მეორე შეხვედრა გამართა და ურუგვაის 33:7 სძლია, 5 ლელო დადო და ბონუს ქულაც მოიპოვა!

სამხრეთ ამერიკელებმა პირველ ტურში ფიჯის ძლევით (30:27) სენსაცია მოახდინეს, თუმცა ამჯერად ეს არ გამოუვიდათ.

პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით წარიმართა. მე-9 წუთზე შერკინების შემდეგ ქართველებმა ბურთი ჭკვიანურად გაათამაშეს და კიდესთან მდგომმა სანდრო თოდუამ შეხვედრის პირველი ლელო დადო. აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა - 5:0.


 

29-ე წუთზე ურუგვაელებმა ჩვენს შერკინებას ვერც ამჯერად გაუძლეს, რის შემდეგაც ოთარ გიორგაძემ მეორე ლელოს დადება შეძლო.

ამჯერად თედო აბჟანდაძის გარდასახვა ზუსტი იყო - 12:0.


 

ამ მომენტიდან მალევე, 32-ე წუთზე „ბორჯღალოსნები“ მოდუნდნენ და დაცვაში მარტივი შეცდომა დაუშვეს. მეტოქემ ხაზი მარტივად გაგვიჭრა და დაგვალელოვა, გარდასახვაც ზუსტი იყო - 12:7

ურუგვაელებს სხვაობის ორ ქულამდე შემცირების საშუალება მიეცათ, თუმცა ჯარიმა უზუსტოდ შეასრულეს და შანსი ხელიდან გაუშვეს. ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ნახევარი „ბორჯღალოსნების“ აბსოლუტური უპირატესობით დაიწყო და 43-ე წუთზე ლევან ჩილაჩავას ლელოთი დაგვირგვინდა. აფრასიძემ ზუსტად გარდასახა.


 

52-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული ლელო დადო და მისი ავტორი ჯაბა ბრეგვაძე გახდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული რაგბის ისტორიაში ერთ შეხვედრაში 4 ლელო აქამდე არასდროს დადებულა.


 

ამის შემდეგ, შეხვედრა კვლავ ქართველების კარნახით გაგრძელდა. 58-ე წუთზე გიორგი კვესელაძემ შეხვედრაში მე-4 ლელო დადო. აფრასიძის გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი გამოდგა.


 

აღნიშვნის ღირსია გელა აფრასიძის ბრწყინვალე თამაში. ახალგაზრდა მორაგბე ურუგვაის წინააღმდეგ შესანიშნავად გამოიყურებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები