Aa
Aa

"ევერტონი" 1:3 "მანჩესტერ სიტი" - "ქალაქელები" "ლივერპულის" ფეხის დაცდენას ელიან

პრემიერლიგის მე-7 ტურში „მანჩესტერ სიტი“ ლივერპულში „ევერტონს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

პეპ გუარდიოლას გუნდს ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს. „ლივერპული“ 7-დან 7 მოგებით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას და „ქალაქელები“ მათი ერთადერთი მდევრები არიან, ვისაც რეალურად ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია.

„სიტის“ მხრიდან გოლების ავტორები ჟესუსი, მაჰრეზი და სტერლინგი გახდნენ. „კანფეტების“ მხრიდან კი თავი კალვერტ-ლევაინმა გამოიჩინა.

პეპის გუნდი 7 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და „მერსისაიდელებს“ 5-ით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები