Aa
Aa

გიგა ჭიკაძემ UFC-ში პირველი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა!

MMA-ს ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში პირველი ბრძოლა გამართა, რომელიც მოგებით დაასრულა!

ჭიკაძის მეტოქე ბრენდონ დევისი იყო, რომელსაც დღევანდელ ბრძოლამდე 6 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგან 2 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა.

კოპენჰაგენში გამართული ორთაბძოლის შედეგად, 3 რაუნდის შემდეგ მსაჯთა ერთიანი გადაწყვეტილებით 29:28, 29:28, 29:28 გამარჯვებულად ქართველი გამოცხადდა.

თავდაპირველად მცირე გაუგებრობა იყო, არბიტრებმა ბრძოლის შედეგად ფრე გამოაცხადეს, თუმცა რამდენიმე წუთში ჭიკაძეს ყველაფერი აუხსნეს და უთხრეს, რომ მან გაიმარჯვა.

გაცილებით უფრო გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ გიგამ კარგად იბრძოლა და თავისი სადებიუტო დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა. ყველას კარგად მოეხსენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია UFC-ში პირველი გამოსვლის წარმატებით დასრულება.

 

ცხელი ამბები