არაბიძის საოცარი შედეგი: 3 საგოლე პასი საფეხბურთო თრილერში!
Aa
Aa

არაბიძის საოცარი შედეგი: 3 საგოლე პასი საფეხბურთო თრილერში!

თურქეთის პირველი ლიგის მე-6 ტურში ''ადანასფორმა'' შინ ''ალთაის'' უმასპინძლა. საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა. ''ადანასფორის'' სასტარტოში თერთმეტეულში გიორგი არაბიძე მოხვდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა. ''ადანასფორის'' ორივე გოლისას საგოლე გადაცემა გიორგი არაბიძემ შეასრულა. მე-11 წუთზე არაბიძის პასით ნიგერიელმა ეზე ემეკამ ანგარიში გახსნა.

36-ე წუთზე არაბიძის საგოლე გადაცემით ამჯერად ბრაზილიელმა რენან დინიზმა ისარგებლა და ანგარიში 2:1 გახდა.

ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ 68-ე წუთზე არაბიძემ მესამე საგოლე გადაცემა შეასრულა და ''ადანასფორი'' წინ გავიდა - 3:2.

 

მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ''ადანასფორმა'' ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

შეგახსენებთ, ''ალთაისთან'' მატჩამდე არაბიძემ თურქეთის თასზე ჩვეულ სტილში სტანდარტული ვითარებისას ბრწყინვალე  გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები