ბრწყინვალე საბა! ლობჟანიძემ კუთხურიდან გაიტანა და 90-ე წუთზე საგოლე გადაცემაც შეასრულა!
Aa
Aa

ბრწყინვალე საბა! ლობჟანიძემ კუთხურიდან გაიტანა და 90-ე წუთზე საგოლე გადაცემაც შეასრულა!

დანიის თასის 1/16-ფინალში საბა ლობჟანიძის „რანდერსი“ „როსკილდეს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრის მთავარი მოქმედი პირი ქართველი შემტევი გახდა.

ლობჟანიძემ კუთხურიდან ჩაახვია და ულამაზესი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, მისი გარღვევა და საგოლე გადაცემაც ვიხილეთ.

 

ქართველი შემტევი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე იყო. შეიძლება ითქვას საბამ მატჩი პირადად მოიგო.

როგორც მოგეხსენებათ, საბამ დანიის სუპერლიგის მე-10 ტურში "ჰორსენსის" კარშიც გაიტანა, მისმა გუნდმა კი მეტოქეს 2:1 მოუგო და მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა.

„რანდერსი“ დანიის სუპერლიგის მომდევნო ტურში „ოლბორგს“ დაუპირისპირდება. ქართველის გუნდს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები