Aa
Aa

კასანოს დიბალასი არ სჯერა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, გადაცემა Tiki Taka-ში „იუვენტუსის“ შემტევ პაულო დიბალაზე ისაუბრა.

კასანოს განცხადებით, მას არ ესმის, თუ რატომ მოიხსენიებენ დიბალას ფენომენალურ ფეხბურთელად და რატომ უწოდებენ მას ახალ მესის. „კასანტამ“ ასევე დაამატა, რომ მისი აზრით, დიბალა კარგი მოთამაშეა, მაგრამ თუკი „იუვენტუსი“ მასზე აეწყობა, ეს დიდი რისკი იქნება და კლუბი დასახული მიზნების მიღწევას ვერ შეძლებს.

პაულო დიბალამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 მატჩი ჩაატარა და გოლი ჯერ არ გაუტანია. ზოგადად, 25 წლის არგენტინელმა „ბიანკონერის“ მაისურით ბოლო გოლი 6 აპრილს შეაგდო.

რაც შეეხება თავად კასანოს, იგი გადაცემა Tiki Taka-სთან თანამშრომლობს და ამ საფეხბურთო შოუს ხშირი სტუმარია. ვეტერანი ფეხბურთელი, როგორც წესი, კრიტიკული გამოსვლებით გამოირჩევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები