კვეკვესკირს ოპერაცია მიუნხენში ჩაუტარდა
Aa
Aa

კვეკვესკირს ოპერაცია მიუნხენში ჩაუტარდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზახური ''ტობოლის'' ნახევარმცველს, ნიკა კვეკვესკირს მიუნხენში ოპერაცია ჩაუტარდა. ''ტობოლის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა. მას სპეციფიკური სახის ტრავმა აწუხებდა. კერძოდ, ხერხემალსა და მენჯს შორის დამაკავშირებელი თეძო-სუკის დიდი კუნთი, რაც ინგლისურად ითარგმნება როგორც Psoas major muscle.

27 წლის ფეხბურთელი სარეაბილიტაციო კურსს სერბეთში გაივლის და ეროვნულ ნაკრებს ოქტომბერში გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება. ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ირლანდიას უმასპინძლებს და 15 ოქტომბერს გიბრალტარს სტუმრად დაუპირისპირდება.

მან ასევე გამოტოვა მიმდინარე თვეში სამხრეთ კორეასთან და დანიასთან მატჩები.

მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით კვეკვესკირმა ''ტობოლის'' რიგებში 22 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. კვეკვესკირი ყაზახურ კლუბში 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ''ტობოლი'' პრემიერლიგას ლიდერობს და ჩემპიონობის კანდიდატია.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები