Aa
Aa

"ბაიერნი" ლევანდოვსკის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს?

მიუხედავად იმისა, რომ რობერტ ლევანდოვსკის შეძენა არაერთ ევროპულ გრანდს სურს, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა სიმშვიდეს ინარჩუნებს.

"Bild"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რეკორდმაისტერი" პოლონელ თავდამსხმელს კონტრაქტის 2021 წლამდე გახანგრძლივებას, ხოლო ანაზღაურების სახით, წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის მიმდინარე ხელშეკრულება 2019 წლამდე არის გათვლილი. ხელფასის სახით კი ლევანდოვსკი წელიწადში 9 მილიონს გამოიმუშავებს. ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი, ლევანდოვსკი "ბუნდესლიგის" ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის შეძენით მადრიდის "რეალი", და "პარი სენ ჟერმენი" არიან დაინტერესებულნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები