ულამაზესი გოლი მე-10 წამზე: ბერიძემ ბელგიის თასზე გაიტანა
Aa
Aa

ულამაზესი გოლი მე-10 წამზე: ბერიძემ ბელგიის თასზე გაიტანა

ბელგიის საფეხბურთო თასის გათამაშების 1/16-ფინალურ ეტაპზე ''ანტვერპენმა'' ''ლოკერენს'' უმასპინძლა. ანგარიში პირველ წუთზე ''ლოკერენის'' ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ გახსნა, რომელმაც შორეულ კუთხეში ბურთი ლამაზად მოჭრა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ბადეში მე-10 წამზე აღმოჩნდა.

 

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. დამატებით დროში ''ანტვერპენმა'' 2 უპასუხო გოლი გაიტანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, მიმდინარე სეზონში 22 წლის შემტევი  ''გენტმა'' ''ლოკერენში'' გაანათხოვრა. ''ლოკერენი'' რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს.

ბერიძემ მიმდინარე სეზონში ''ლოკერენის'' მაისურით მეოთხე მატჩი ჩაატარა და სადებიუტო გოლი შეაგდო. ''გენტმა'' ფეხბურთელი მესამედ გაანათხოვრა. მოთამაშეს იჯარის წესით სლოვაკურ ''ტრენჩინსა'' და უნგრულ ''უიპეშტში'' უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები