Aa
Aa

რივალდო: "ბარსამ მესის დაბრუნება არ უნდა დააჩქაროს"

კატალონიის „ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი, რივალდო ყოფილ კლუბს ურჩევს ლიონელ მესის დაბრუნება არ დააჩქაროს. „ლა პულგას“ ბოლო პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. „ვილიარეალთან“ მატჩში არგენტინელმა ბარძაყის შიდა კუნთი დაიზიანა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ლეო მოედანზე გასვლას რამდენიმე დღეში შეძლებს.

მიუხედავად ამისა რივალდო თვლის, „ბარსელონამ“ ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოს და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს.

„არგენტინელს ტრავმა აწუხებს და კლუბმა მისი დაბრუნება არ უნდა დააჩქაროს. მესი 32 წლისაა და დიდი ხანია უმაღლეს დონეზე შესვენების გარეშე თამაშობს, ამიტომ ნორმალურია ხანდახან ტკივილს რომ გრძნობს“.

„კლუბმა მას სრულად გამოჯანმრთელების საშუალება უნდა მისცეს, რათა მესიმ ტრავმა კიდევ ერთხელ არ გაიმიზეზოს. მნიშვნელობა არ აქვს ლეო რამდენ ხანს იუქმებს. ერთ კვირას, სამ კვირას თუ ერთ თვეს. მთავარია მოედანზე დაბრუნებისას 100 პროცენტით მზად იყოს“.

„32 წელი ისეთი ასაკია აუცილებელია საკუთარ ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვას დიდი დრო დაუთმო“.

„არ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი რეგრესის ნიშნებია. დარწმუნებული ვარ მესი უმაღლეს დონეზე კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იასპარეზებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები