FIFA ბრალდებებს უარყოფს! ყველაფერი წესების დაცვით მოხდა
Aa
Aa

FIFA ბრალდებებს უარყოფს! ყველაფერი წესების დაცვით მოხდა

The Best-ის დაჯილდოების შემდეგ FIFA საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. ყველაფერი ნიკარაგუის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ხუან ბარერას სკანდალურ განცხადებას მოჰყვა.

30 წლის ფეხბურთელის თქმით, მას ფიფას The Best-ის გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მისი ხმა მაინც დაფიქსირდა და ის ლეო მესის მიაწერეს. ამის შემდეგ იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა განაცხადა, რომ "იუვენტუსის" ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ "გაძარცვეს".

ESPN-თან საუბრისას FIFA-ს წარმომადგენლებმა ყველაფერი უარყვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა: "ნიკარაგუის ფედერაციის მიერ მოწოდებული დოკუმენტები გადავამოწმეთ. ყველა მათგანი ხელმოწერილია და ნიკარაგუის ფედერაციის ბეჭდითაა დამოწმებული".

"ნიკარაგუის ფედერაციისგან მიღებული დოკუმენტები Fifa.com-ზე გამოქვეყნებულ გამოკითხვას შევადარეთ და ვადასტურებთ, რომ ყველაფერი წესრიგშია".

FIFA-ს წარმომადგენლებმა დასძინეს, რომ ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის ხმები იმიტომ არ დააფიქსირეს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა დიდი ასოებით იყო შესრულებული და პლუს ამას ხმის მიცემის ბლანკს ფედერაციის გენერალური მდივნის ხელმოწერა აკლდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები