ქართველი ტალანტი ბრუნდება: ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ემზადება!
Aa
Aa

ქართველი ტალანტი ბრუნდება: ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ემზადება!

ბელგიური ''გენტის'' ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება და გუნდის სავარჯიშო პროცესში მონაწილეობა მიიღო.

''გენტის'' პრესსამსახური გუნდის ვარჯიშის კადრებს ავრცელებს, 19 წლის ჩაკვეტაძე სავარჯიშო პროცესში მონაწილეობს და აჩენს მოლოდინს, რომ უახლოეს შეხვედრებში მოედანზე ვიხილავთ.

მუხლის ტრავმის გამო ჩაკვეტაძეს მიმდინარე წლის 21 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. ფეხბურთელს ოპერაცია 2 მაისს ანტვერპენში ჩაუტარდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.

სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი ''გენტის'' მაისურით ოფიციალურ მატჩს უახლოეს პერიოდში ჩაატარებს.  ბელგიური მედიის ცნობით ჩაკვეტაძე 24 ოქტომბერს ევროპა ლიგაზე ''ვოლფსბურგის'' წინააღმდეგ ითამაშებს.

2017 წლის ზაფხულში ჩაკვეტაძე თბილისის ''დინამოდან'' ''გენტში'' გადავიდა. მას შემდეგ ბელგიური კლუბის რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 50 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები