Aa
Aa

"ხმა მესისთვის არ მიმიცია, იქ როგორ აღმოვჩდნი?" - ფიფამ გამოკითხვა გააყალბა?

ნიკარაგუის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხუან ბარერა სკანდალურ განცხადებას ავრცელებს.

30 წლის ფეხბურთელის თქმით, მას ფიფას The Best-ის გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მისი ხმა მაინც დაფიქსირდა და ის ლეო მესის მიაწერეს.

ფეხბურთელის თქმით, ოფიციალურ დოკუმენტში ყველაფერი დაფიქსირებულია.

„მე ხმა მესისთვის არ მიმიცია. გაკვირვებული დავრჩი, როდესაც კაპიტნების სიაში ჩემი თავი აღმოვაჩინე და ხმა მესის ჰქონდა მიცემული, თუმცა წელს გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიმიღია.

ფიფა ამბობს, რომ ელექტრონულ ფოსტაზე ხმის მიცემის ბმული ჰქონდა გამოგზავნილი, თუმცა მე ის არ მიმიღია. როგორ აღმოვჩდნი მე კაპიტნების სიაში, რომლებმაც ხმა მისცეს, თუკი ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა საერთოდ არ მიმიღია?“ - წერს ფეხბურთელი. ბარერას სიტყვებს ამ მომენტისთვის 2 ვებ გვერდი occerladuma  და libertaddigital აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ FIFA-ს The Best-ი გამარჯვებული ლეო მესი გახდა, მეორე ადგილზე ვირჯილ ვან დეიკი, ხოლო მესამეზე კრიშტიანუ რონალდუ გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები