ფერნანდო რიქსენი უკანასკნელ გზაზე გააცილეს - ამაღელვებელი კადრები
Aa
Aa

ფერნანდო რიქსენი უკანასკნელ გზაზე გააცილეს - ამაღელვებელი კადრები

18 სექტემბერს, ჰოლანდიელი ფეხბურთელი ფერნანდო რიქსენი 6-წლიანი ავადმყოფობის შემდეგ დღეს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რიქსენს ამიოტრუფული გვერდითი სკლეროზი 2013 წელს დაუდგინეს, რის შემდეგაც დაავადება ნელ-ნელა პროგრესირებდა და საბოლოოდ, ფატალური შედეგით დასრულდა.

დღეს ჰოლანდიელი ფეხბურთელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ქუჩასი ათასობით გულშემატკივარი გამოვიდა და თავიანთი გუნდის ყოფილ მოთამაშეს პატივი მიაგო. კადრები მართლაც ამაღელვებელი სანახავია...

ფერნანდო რიქსენს იგივე დაავადება ჰქონდა, რომელიც სტივენ ჰოკინგს. ჯანმრთელობის პრობლემასთან მრავალწლიანი ბრძოლის მიუხედავად, რიქსენმა ევთანაზიაზე უარი განაცხადა და სიცოცხლისთვის ბრძოლას აგრძელებდა, თუმცა...

რიქსენი "რეინჯერსის" ღირსებას 2000-2006 წლებში იცავდა და 3 წლის განმავლობაში ზურაბ ხიზანიშვილის მხარდამხარაც თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები