რონალდუს მესისთვის ხმა არასდროს მიუცია - როგორ ცდილობს კრიშტიანუ გამარჯვების მოპოვებას
Aa
Aa

რონალდუს მესისთვის ხმა არასდროს მიუცია - როგორ ცდილობს კრიშტიანუ გამარჯვების მოპოვებას

23 სექტემბერს მილანში ფიფა-ს გამოკითხვის შედეგად, 2019 წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა, რომელმაც ხმების გადანაწილების შედეგად, 46 ქულა მიიღო, ვირჯილ ვან დეიკმა 38 ქულა მოიპოვა, მესამეადგილოსანმა კრიშტიანუ რონალდუმ კი - 36.

დაჯილდოების შემდეგ, ტრაიდიციულად გამოქვეყნდა სია, თუ ვინ ვის მისცა ხმა. 

მესი, ვან დეიკი, რონალდუს სამეულმა თავიანთი ხმები ასე გადაანაწილა:

ევროპულ პრესაში კრიშტიანუს პოზიციამ დიდი ინტერესი გამოიწვია...

მას შემდეგ, რაც რონალდუ და მესი ფიფას The Best-ისა და ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთისთვის იბრძვიან, პორტუგალიელს სამეულში არგენტინელი არასდროს დაუსახელებია.

თავად ლეომ კი რონალდუ სამეულში ორჯერ შეიყვანა. ეს ბოლო 2 წელიწადში მოხდა.

მესისა და რონალდუს ხმები ბოლო 10 წელიწადში:

ასევე საინტერესოა რონალდუს მიდგომა ხმის მიცემასთან დაკავშირებით. კრიშტიანუ ძირითადად ხმას აძლევს იმ 3 მოთამაშეს, რომლებიც მის რეალურ კონკურენტებად არ ითვლებიან და ზოგადადაც ჯილდოს მიღების კანდიდატთა სიაში არც განიხილებიან.

თავს დიდად არც მესი იკლავს, თუმცა კრიშტიანუ ხმებს ისეთ მოთამაშეებს აძლევს, რომლებსაც გამარჯვების შანსი საერთოდ არ აქვს.

ასეთი მიდგომით რონალდუ ცდილობს, რომ კონკურენტებს ქულები არ მოუმატოს და მას გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდეს.

ბოლო 10 წელიწადში კრიშტიანუს მიერ გაკეთებული არჩევანი (უმრავლესობა) სწორედ ამისკენ მიანიშნებს.

ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს შარშანდელი ფაქტი. რონალდუს მთავარი კონკურენტი The Best-ისთვის ბრძოლაში ლუკა მოდრიჩი იყო. კრიშტიანუმ თავისი ყოფილი თანაგუნდელი მეორე ადგილზე დაასახელა, პირველი პოზიცია კი მან რაფაელ ვარანს მიაკუთვნა, რომელიც პრიზისთვის ბრძოლაში საერთოდ არ განიხილებოდა და მოგების შანსი არც ჰქონია.

მესიმ კი ლუკას გასულ წელს უმაღლესი შეფასება დაუწერა. მეორე ადგილას კი რონალდუ დაასახელა.

როგორც მოგეხსენებათ, The Best-ზე პირველ ადგილოსანს 5 ქულა ენიჭება, მეორეს 3, ხოლო მესამეს 1.

ასევე უნდა აღინიშნოს დაჯილდოების ცერემონიაზე რონალდუს არყოფნა. პორტუგალიელმა ტრადიციულად ამჯერადაც ტრავმა მოიმიზეზა.

ფეხბურთელებმა და ხშირ შემთხვევაში პრესამაც დაჯილდოების ცერემონიამდე ერთი დღით ადრე (ან უფრო მეტიც) იციან, თუ ვის გადაეცემა პრიზი და ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის.

რონალდუ შარშანდელ ცერემონიას არ დაესწრო. მან ბოლო მომენტში გაფრენა გადაიფიქრა და მიზეზად ტრავმა დაასახელა. პორტუგალიელის ყოფილმა თანაგუნდელმა სერხიო რამოსმა ამ ამბის გაგების შემდეგ ირონიული კომენტარიც გააკეთა.

უეფას დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ვან დეიკის გამარჯვებით დასრულდა კრიშტიანუ გამოცხადდა და ისტორიული სიტყვაც წარმოთქვა:

"ჩვენ ამ სცენას 15 წლის განმავლობაში ვიყოფდით. არ ვიცი ასეთი რამ ფეხბურთში ოდესმე მომხდარა თუ არა - მუდამ ჩვენ ორნი ერთი და იგივე სცენაზე. ეს მარტივი ნამდვილად არაა".

"ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთად ჯერ არ გვისადილია, მაგრამ იმედი მაქვს მომავალში ყველაფერი შეიცვლება".

"ესპანეთში თამაში მომენატრა. ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩვენ მეტოქეობა გვქონდა, რაც ორივესთვის კარგი იყო. იგი ბიძგს მაძლევდა და პირიქით. მშვენიერია, როცა საფეხბურთო ისტორიის ნაწილი ხარ. აქ ვარ და რა თქმა უნდა ისიც აქაა".

ასეთი სიტყვის შემდეგ, ცოტათი უცნაურია რომ კრიშტიანუ მესის 10 წელია აიგნორებს და სულ სამეულს მიღმა ტოვებს...

„მე არ შემიძლია გავაკონტროლო თუ რა მოსწონს ხალხს. ერთ ადამიანს სხვა მოთამაშე მოსწონს, მეორეს კი სხვა. პირადად მე ვთვლი, რომ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე ვარ. ზოგადად ვიცი, რომ ფეხბურთში მე ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ვითვლები.

ისტორიაში ყველაზე მეტი ოქროს ბურთის მოგება მინდა. ამ რეკორდს სიამოვნებით დავამხობდი და ვფიქრობ ვიმსახურებ კიდეც.

მესი შესანიშნავი პიროვნება და ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ოქროს ბურთი ექვსჯერ, შვიდჯერ ან რვაჯერ რომ დავისაკუთრო, მასზე მაღლა დავდგები“. ეს კომენტარი კი რონალდუმ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა.

პორტუგალიელი თავს ისტორიაში საუკეთესოდ თვლის და ამაში დარწმუნებულიც არის, თუმცა კონკურენტებისთვის მაღალი ქულა არასდროს დაუწერია, რაც მის მყარ თვითშეფასებას ცოტათი ეჭვქვეშ აყენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები