Aa
Aa

სულშერი გაბრაზებულია და თავის შეგირდებს აკრიტიკებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი თავისი შეგირდების გამოსვლით იმედგაცრუებულია. „წითელ ეშმაკებს“ რთული პერიოდი უდგათ. „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მერვე ადგილს იკავებენ და ბოლო ტურში სტუმრად „ვესტ ჰემთან“ დამარცხდნენ.

„ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით „ჩაქუჩებთან“ მატჩში ნორვეგიელმა სპეციალისტებმა თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა. The Sun-ის ცნობით პირველი ტაიმის შემდეგ სულშერმა თავისი შეგირდების თამაშს მოსაწყენი უწოდა.  მატჩის შემდეგ კი მათთან საუბრისას განაცხადა, რომ ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში მისთვის შეურაცხყმყოფელი იყო. ნორვეგიელმა ისიც დასძინა, რომ ფეხბურთელებს ჟინი აკლდათ და მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან პანიკაში ვარდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ წარუმატებელი პერიოდის მიუხედავად, „მანჩესტერის“ ხელმძღვანელებს სულშერის სჯერათ. ცოტა ხნის წინ ედ ვუდვორდმა მას თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ კლუბი ნორვეგიელ სპეციალისტს ტრანსფერებისთვის დიდ თანხას გამოუყოფს. ბრიტანული პრესის ცნობით სულშერს შეტევის გაძლიერება სურს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას კვალიფიციური თავდამსხმელის დამატებაზე იქნება ორიენტირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები