ტაბიძემ ''ბორდოსთან'' ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

ტაბიძემ ''ბორდოსთან'' ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ფრანგული სარაგბო კლუბის, ''ბორდოს'' ქართველმა მოთამაშემ, ლაშა ტაბიძემ კლუბთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია 22 წლის სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

ტაბიძე  Top 14-ის კლუბის ღირსებას 2016 წლიდან იცავს.  ქართველი მორაგბე 2016 წლის მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

2016 წლიდან მოყოლებული ტაბიძემ საქართველოს ეროვნულ გუნდში 2 მატჩი ჩაატარა.

ცხელი ამბები