ტრაგედია - ბულგარელი მოკრივე რინგზე გარდაიცვალა
Aa
Aa

ტრაგედია - ბულგარელი მოკრივე რინგზე გარდაიცვალა

ბულგარელი მოკრივის, ბორის სტანჩოვის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. იგი რინგზე გარდაიცვალა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 წლის ისუს ველიჩკოვმა არდიტ მურჯას წინააღმდეგ გამართულ ორთაბრძოლაში ინფარქტი მიიღო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სტანჩოვი თავისი ნათესავის, ველიჩკოვის ლიცენზიას იყენებდა და გარდაცვლილად ეს უკანასკნელი შეცდომით გამოაცხადეს.

უცხოური პრესის მიხედვით სტანჩოვი ველიჩკოვის სახელით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩხუბობდა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ბორისს არ სურდა ბრძოლები თავისი სახელით წაეგო.

ტრაგედია მეხუთე რაუნდში დატრიალდა, როცა ბულგარელმა ალბანელისგან ძლიერი დარტყმა მიიღო. მსაჯმა შეხვედრა მაშინვე შეაჩერა და მოკრივის დასახმარებლად რინგზე სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები ავიდნენ.

 

ალბანური ტელეარხი, Klan-ის ცნობით სტანჩოვს ინფარქტი დაემართა. იგი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.

ალბანეთში მომდარ ტრაგედიას WBC-ც გამოეხმაურა და სტანჩოვს პატივი მიაგო. ბულგარული კრივის მმართველები კი შეხვედრის გამართვას გეგმავენ, რათა დაადგინონ, როგორ მოხდა სახელების გაყალბება.

ცხელი ამბები