მსოფლიო რაგბის სახალისო პოსტი
Aa
Aa

მსოფლიო რაგბის სახალისო პოსტი "ბორჯღალოსნების" შერკინებაზე

რაგბის მსოფლიო თასის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი საქართველოს ნაკრების გუშინდელ მატჩს სახალისო პოსტით გამოეხმაურა.

გვერდმა "ბორჯღალოსნების" ძლიერ შერკინებას გაუსვა ხაზი და ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ტექსტად ასეთი დიალოგი ახლდა: "მამა, ჩემს დას როუზი რატომ ჰქვია?, - იმიტომ, რომ დედაშენს ვარდები უყვარს, - გმადლობ, მამა, - არაფრის, ძლიერო ქართულო შერკინებავ".

ვინც არ იცის, ვუთხრათ, რომ როუზი ვარდს ნიშნავს. როგორც ჩანს, შერკინებაში "ბორჯღალოსნების" ბრწყინვალე თამაშმა მსოფლიო სარაგბო სამყარო კიდევ ერთხელ მოხიბლა, რასაც დადებითი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა უელსთან 14:43 წააგო. ისტორიაში პირველად მოხდა, როცა "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტიერის ნაკრებს ერთ მატჩში 2 ლელო დაუდეს.

მილტონ ჰეიგის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს, ურუგვაის ნაკრებთან გამართავს.

ცხელი ამბები