ლობჟანიძის მორიგი გოლი დანიაში - ქართველმა ამჯერად
Aa
Aa

ლობჟანიძის მორიგი გოლი დანიაში - ქართველმა ამჯერად "ჰორსენსს" გაუტანა

საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგის მე-10 ტურში "ჰორსენსის" კარში გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი მეტოქეს 2:1 მოუგო და მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა.

ქართველმა შემტევმა 22-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, რასაც რამდენიმე წუთში "ჰორსენსის" ერთ-ერთი ფეხბურთელის ავტოგოლი და საბოლოო შედეგის დაფიქსირება მოჰყვა.


 

საბა ფლანგიდან გაკეთებულ დაბალ გადაცემას გამოეხმაურა და ბურთი კარში ერთი შეხებით გადაგზავნა. მან დანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი შეაგდო და საკუთარ გუნდში საუკეთესო ბომბარდირია.

24 წლის ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგის გასულ სეზონში 8 გოლი მიითვალა, 2017-2018 წლების სეზონში კი თავი 9-ჯერ გამოიჩინა. 

"რანდერსმა", დღევანდელი გამარჯვებით, სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, გუნდი მესამეადგილოსან "ორჰუსს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები