6 რამ, რაც სინგაპურის გრან პრიზე შეიძლება გამოგრჩენოდათ
Aa
Aa

6 რამ, რაც სინგაპურის გრან პრიზე შეიძლება გამოგრჩენოდათ

სინგაპურის გრან პრიზე „ფერარისთვის“  ბევრი სასიხარულო ფაქტი დაფიქსირდა. სკუდერიამ სეზონში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სინგაპურის გრან პრიზე პირველი-მეორე ადგილი დაიკავა.

სებასტიან ფეტელმა მის თანაგუნდელ ჩარლზ ლეკლერს გაუსწრო და დიდი ხნის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. მესამე ადგილი  „რედ ბულით“  მაქს ფერსტაპენმა დაიკავა.

ლეკლერი გუნდის ქმედებებით უკმაყოფილო დარჩა. მოდით გადავხედოთ 6 ფაქტს, რომლებიც შესაძლოა სინგაპურის რბოლიდან გამოგრჩენოდათ.

                       ჰამილტონს ფეტელის გამარჯვება გაუხარდა

ჰამილტონმა იმედგამაცრუებელი საღამოს შემდეგ სინგაპურის რბოლაზე მეოთხე ადგილი დაიკავა, თუმცა მან მარინა ბეიზე თავისი დადებითი სპორტული მხარე გამოავლინა. ინტერვიუს დროს 5-გზის მსოფლიო ჩემპიონმა ფეტელს საუბარი შეაწყვეტინა,  გაუღიმა, ხელი თბილად ჩამოართვა და გამარჯვება მიულოცა. 

                     "მერსედესი“ ბოტასს ტიტულის იმედს ართმევს

თუ ვალტერის ჯერ კიდევ ჰქონდა ტიტულის მოგების იმედი, ეს იმედები მარინა ბეიზე საკუთარმა გუნდმა გაუცრუა. ჰამილტონის პოზიციის დასაცავად „მერსედესმა“ ფინელს უბრძანა, რომ მას უკან მიმავალი მანქანები შეენელებინა, იმისთვის რომ ჰამილტონი პიტ-სტოპზე შესულიყო და „მერსედესის“ ლიდერობა შენარჩუნებულიყო.

                                                                       "ალფა რომეო“ ლიდერების სამეულში

ანტონიო ჯოვინაცი თავისი „ალფა  რომეოთი“ სამი წრე რბოლის ლიდერი იყო, სანამ მას 31-ე წრეზე ფეტელმა არ გაუსწრო.  ეს ფაქტი პირველად მოხდა, 1983 წლის შემდეგ, რაც „ალფა რომეო“ რბოლას ლიდერობდა. პირველად 2015 წლის სილვერსტოუნის რბოლის შემდეგ, ლიდერების სამეულში „მერსედესის“ „ფერარის“ და „რედ ბულის“ ნაცვლად სხვა ბოლიდი იყო.

                         "უილიამსის" ბოლიდის სანდოობა შერყეულია

ეს სეზონი გუნდისთვის რთული აღმოჩნდა. „უილიამსმა“ ამ სეზონში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო. ბოლიდის ტემპიც დაბალია.  სინგაპურის რბოლა გუნდისთვის ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. ჯორჯ რასელის გადადგომის შემდეგ, ეს იყო გუნდის პირველი დაუსრულებელი რბოლა 2018 წლის გერმანიის გრან პრის შემდეგ.

                "ფერარის"  სტატისტიკაში ფეტელმა მესამე ადგილზე აიწია

მსოფლიო ჩემპიონატი ფეტელისთვის უკვე დიდი ხანია წაგებული ჩანს, მაგრამ მან პირადი სტატისტიკის გაუმჯობესება მაინც მოახერხა. „ფერარის“ ყველაზე წარმატებული პილოტების სიაში გერმანელმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ამ გუნდში მეთოთხმეტე გამარჯვებით მან ალბერტო ასკარის გადაუსწრო. პირველ ადგილზე მიხაილ შუმახერია. მეორეზე კი ნიკი ლაუდა.

                          ლეკლერი სიბრაზის დამალვას ცდილობს

მას შემდეგ, რაც ლეკლერმა ჩათვალა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ და რბოლაში გაამრჯვება წაართვეს, ჩარლზი ცდილობდა გუნდის რადიოში სიბრაზე დაემალა. მატია ბინოტოს სიტყვებს „ისიამოვნე პოდიუმით“ მან მძიმე ამოსუნთქვით უპასუხა.

ცხელი ამბები