არაბულმა დამატებულ წუთზე ''პანიონიოსი'' მარცხისგან იხსნა
Aa
Aa

არაბულმა დამატებულ წუთზე ''პანიონიოსი'' მარცხისგან იხსნა

საბერძნეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში ''ლამიასა'' და ''პანიონიოსის'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 69-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა მესამე დამატებულ წუთზე ''პანიონიოსის'' ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა ანგარიში ეფექტური დარტყმით გაათანაბრა.

 

''ლამიასთან'' შეხვედრაში არაბულმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

25 წლის არაბული ბერძნულ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა, საბერძნეთის ჩემპიონატის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

14-გუნდიან ჩემპიონატში ''პანიონიოსი'' 14 ქულით მინუს ორი ქულით ბოლო ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები