ეს არც ისე ხშირად ხდება -
Aa
Aa

ეს არც ისე ხშირად ხდება - "აკი ბაშო" სუპერფინალით დასრულდა!

„აკი ბაშო“ ისტორიაში შევიდა, რადგან 15 სატურნირო დღის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, რის შემდეგაც სუპერფინალი დაინიშნა.

პლეი-ოფში ერთმანეთს ორი სეკივაკე მიტაკეუმი და ტაკაკეიშო დაუპირისპირდნენ.

ორივე მათგანს ბლანსი 12:3-ზე ჰქონდა. სუპერფინალი კი მიტაკეუმის გამარჯვებით დასრულდა. დასავლეთის წარმოამდგენელმა იორიკირის ილეთით მოიგო.

 

მიტაკეუმიმ მაკუუჩი დივიზიონი კარიერაში მესამედ მოიგო.

შეგახსენებთ, რომ „აკი ბაშოზე“ ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება დაკარგა და მის დასაბრუნებლად მომდევნო ტურნირზე 10 ბრძოლის მოგება მოუწევს.

ცხელი ამბები