ტოჩინოშინმა
Aa
Aa

ტოჩინოშინმა "აკი ბაშო" ოძეკი გოიედოსთან მარცხით დაასრულა

„აკი ბაშოს“ დასკვნით დღეს ტოჩინოშინი ოძეკი გოიედოს დაუპირისპირდა იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ლევანმა პირველი კონტაქტი კარგად ვერ შეასრულა, რაც მუხლის ტრავმის ბრალია. გოიედომ ბრძოლა საკმაოდ მარტივად მოიგო.

 

აწ უკვე ყოფილი ოძეკი ლევან გორგაძე იაპონელ ოძეკ გოიედოს დღემდე 27-ჯერ შეხვდა და ის 10-ჯერ დაამარცხა, თავად კი 17 ბრძოლა დათმო.

შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულმა ტოჩინოშინმა კაჩი-კოში ვერ დააფიქსირა და ოძეკის წოდება დაკარგა, რომელსაც მომდევნო ტურნირზე 10 ბრძოლის მოგების შემთხვევაში დაიბრუნებს.

ცხელი ამბები