სიმეონე:
Aa
Aa

სიმეონე: "რონალდუს კრიტიკას ყურადღებას არ უნდა მივაქციოთ"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუს კომენტარს უპასუხა და შემდეგი განაცხადა:

"რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია და მასაც, ისევე როგორც ყველას, თავისი აზრის გამოთქმის უფლება აქვს".

"სპორტი, პოლიტიკასა და რელიგიას ძალიან ჰგავს, ყველას თავისებური შეხედულება აქვს. რონალდუს მოსაზრებასაც პატივს ვცემ, თუმცა მის ამ კომენტარს, რომ ჩემი გუნდი ანტიფეხბურთს თამაშობს, ვერ დავეთანხმები".

"ამ რეპლიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ საქმე ტრადიციულად გულიანად და ორგანიზებულად უნდა გავაკეთოთ". - განაცხადა სიმეონემ, რომლის გუნდსაც 2014 წლის ფინალში მარცხისათვის, რევანში აქვს ასაღები. 

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ "როხიბლანკოს" სათამაშო სტილი დაუწუნა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები