კუტალიას დუბლით ''დინამომ'' ''ჩიხურა'' დაამარცხა
Aa
Aa

კუტალიას დუბლით ''დინამომ'' ''ჩიხურა'' დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურში საჩხერის ''ჩიხურა'' ივანწმინდაში თბილისის ''დინამოსთან'' 0:2 დამარცხდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, სტუმრებმა გოლები მატჩის მიწურულს გაიტანეს.

87-ე წუთზე ''ჩიხურას'' კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი ლევან კუტალიამ გაიტანა. პენალტი დავით მაისაშვილის შეცდომას მოყვა, როცა საკუთარ საჯარიმოში კუტალიას მიმართ უხეშად ითამაშა.

მეხუთე დამატებულ წუთზე კუხიანიძემ კუტალია მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ''დინამოს'' ფორვარდმა შანსი გამოიყენა და დუბლი შეასრულა.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ბათუმის ''დინამო'' 58 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილს თბილისის ''დინამო'' 57 ქულით იკავებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თბილისურ კლუბს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

28-ე ტურში აუტსაიდერთა დაპირისპირებაც შედგა, გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა გორის ''დილამ'' სტუმრად თბილისის ''ვიტ ჯორჯია'' დაამარცხა (0:2).

მე-5 წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელმა ვასილ ქისიევმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, მეორე ტაიმის მეხუთე დამატებულ წუთზე ''დილაში'' დაბრუნებულმა უკრაინელმა ფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

უდიდესი ალბათობით მიმდინარე სეზონს ''ვიტ ჯორჯია'' ბოლო ადგილზე დაასრულებს, 28 ტურში გუნდმა მხოლოდ 17 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილზეა. ''ვიტ ჯორჯია'' უშუალო კონკურენტ ''სიონს'' 13 ქულით ჩამორჩება, მერვე ადგილს კი 31 ქულით გორის ''დილა'' იკავებს.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები