Aa
Aa

9 წამით ადრე! გენო პეტრიაშვილი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია!

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. თავისუფალ სტილში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელიც 125 კგ.  წონით კატეგორიაში გამოდის, ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდა.

თავდაპირველად თურქი სპორტსმენი 4:0-ს იგებდა, თუმცა პეტრიაშვილმა ჩამორჩენა აღმოფხვრა და შეხვედრის მიწურულს გამარჯვება მოიპოვა. გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, პირველ შეხვედრაში პეტრიაშვილმა კოსოვოელი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, მეოთხედფინალში სირიელ სპორტსმენს სძლია, ნახევარფინალში კი უკრაინელ ხოციანივსკისს შანსი არ დაუტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ პეტრიაშვილმა ოპერაცია რამდენიმე თვის წინ გაიკეთა, მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა.

ასევე, დღეს 92 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი მწითურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ცხელი ამბები