სხირტლაძე ბრწყინვალე ფორმაშია - დუბლი ექსტრაკლასაში!
Aa
Aa

სხირტლაძე ბრწყინვალე ფორმაშია - დუბლი ექსტრაკლასაში!

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში ლოძის ლსკ შინ გდინიას ''არკასთან'' 1:2 დამარცხდა.

მატჩის 21-ე წუთზე ''არკას'' ქართველმა შემტევმა დავით სხირტაძემ ანგარიში გახსნა და მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი გაიტანა. 43-ე წუთზე სხირტლაძემ დუბლი შეასრულა და ''არკას'' უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

სხირტლაძის პირველი გოლი

სხირტლაძის მეორე გოლი

 

შესვენების შემდეგ ''არკამ'' კიდევ 2 გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეოთხე გოლის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. სხირტლაძე 87-ე წუთზე შეცვალეს.

16-გუნდიან ჩემპიონატში ''არკა'' 8 ქულით მე-14 ადგილზეა.

''ორჰუსისა'' და ''სილკებორგის'' ყოფილი თავდამსხმელი ''არკას'' გასულ ზაფხულში შეუერთდა. 26 წლის ფეხბურთელმა ექსტრაკლასას 7 მატჩში 4 გოლი შეაგდო.

ასევე საინტერესოა, რომ პოლონეთის ჩემპიონატის უკანასკნელ 4 შეხვედრაში სხირტლაძემ 4 გოლი გაიტანა.

დიდი ალბათობით ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრებისთვის ვლადიმირ ვაისი სხირტლაძეს საქართველოს ეროვნულ გუნდში დააბრუნებს. სწორედ სლოვაკის მწვრთნელობისას შედგა სხირტლაძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში.

ფოტო: arka.gdynia.pl

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები