ახალი ზელანდია VS სამხრეთ აფრიკა:
Aa
Aa

ახალი ზელანდია VS სამხრეთ აფრიკა: "ოლ ბლექსის" პირველი ჰაკა და პირველი გამარჯვება!

იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დღის შეხვედრები გაიმართა. B ჯგუფში ტურნირის მთავარი ფავორიტი ახალი ზელანდია ერთ-ერთ ფავორიტ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 23:13 დაამარცხა.

ჯგუფში ასევე იმყოფებიან იტალია, კანადა და ნამიბია. რა თქმა უნდა სამხრეთ აფრიკელებს ფლეი-ოფში გასვლა არ გაუჭირდებათ.

მატჩი ზელანდიელთა ტრადიციული ჰაკათი დაიწყო

 

„ოლ ბლექსმა“ პირველი ტაიმი 17:3 მოიგო და შესვენების წინ კომფორტული უპირატესობაც შეიქმნა.

მატჩის მთავარი „ჰაილაითი“ - ზელანდიელთა დიდებული ლელო


 

მეორე ნახევარში სამხრეთ აფრიკელებმა თამაში გამოასწორეს და 10:6-იც მოიგეს, თუმცა საბოლოოდ ეს შეხვედრის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ცხელი ამბები